geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წალკელი მოსწავლეები თსუ პროფესიული განათლების ცენტრში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ. მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პროფესიული განათლების ცენტრი და გაეცნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის ისტორიას, ასევე უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს.

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება. თბილისსა და ქუთაისში 16 პროფესიულ პროგრამაზე 400-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

ვიზიტი, რომელიც პროფესიულ ორიენტაციას, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებში გარკვევას  და მომავალ კარიერულ დაგეგმვას ითვალისწინებდა, სათემო ორგანიზაცია „კეთილიონის“ და სასწავლო ცენტრის „გუმბათი“ ორგანიზებით განხორციელდა.

თარიღი: 07/04/2025